Kasutaja xameleon päevik

xameleon
47, Batumi, Gruusia

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში...






არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას...


არ იფიქრო, რომ შენი დანაშაული მე გაპატიე... არა...გულმა გაპატია, იმ თვალებმა და იმ უჩვეულო სიყვარულმა ოდესღაც რომ იყო...
პატიება არასოდეს გითხოვია, მაგრამ მე გპატიობდი ყოველთვის ამ ხნის მანძილზე...რატომი რისთვისი არ ღირს ძიებად... ყველაფერი თითქმის შეუმჩნევლად დაიწყო. თავიდანვე გაპატიე უხეში ქცევა, გაპატიე იმიტომ, რომ მიყვარდი... ხანგრძლივი გამოდგა ლოდინი, გული გპატიობდა შენი დუმილით გამოწვეულ მძიმე ტკივილს, ოცნებაში გატარებულ დღეთა სიმრავლეს...




1.სვანმა ცოლი მოიყვანა და რექსონა დაარქვა,არასდროს მიღალატებსო



2.სვანს ორმოში ჩაუარდება 1 ლარიანი და 50 ლარიანს იპოვნის იმ 50ლარიანს ცეცხლს წაუკიდებს გასანათებლად ,იქნებ ვიპოვოო


3.სვანს ცოლი გაექცევა გაეკიდება და გაასწრებს


4. სვანი შევა მაღაზიაში და გამყიდველს ეკითხება: ქიშმიში გააქვს? გამყიდველი პასუხობს არა მარა ქიშმშიანი ბულკები გვაქო სვანი ეუბნება მაშინ 2 კილო ამომიჩიჩქნეთო


კოცნა პოეტურად?
ხო, როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას
და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს.
მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება
და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ.

კოცნა პოეტურად?
თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ,
ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით,
კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე
და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი.

კოცნა პოეტურად?
თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები
და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან,
ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა,
შემდეგ კი გნებდება და ვეღარ ურჩდება.

კოცნა პოეტურად?
არ ვიცი სიმორცხვე - ის ჩემთვის მითია,
დიდი ხნის წინათვე, მე ასე დავიწყე -
თუ ვკოცნი როდისმე, ცხელი ვარ ყოველთვის
და ვკოცნი ისე რომ, არასდროს ვავიწყებ..


eelmine 1 ... 99 100 101 102 103 järgmine →
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.