როგორ არ მინდა
ჩემთვის იყო ზღვა უნაპირო,
მინდა ოცნების სიშორეში გაგინაპირო....
ქარიშხალივით შემოჭრილო სულის ტკივილო,
ჩემი სიცოცხლის დასასრულო,
გედის კივილო....
არ შემიყვარდე-
გაფრთხილებდი-უნდა გაგეგო,
ჩემი სამყაროს ბროლის კარი
აღარ გაგეღო...
შიშმა შელეწა ბროლის კარიც და სათნოებაც,
მე კიდევ ერთხელ შევიცანი
ამაოება......
მე კიდევ ერთხელ შევიცანი
ამაოება......
*ROSE* *GIVE_HEART*
მინდა ოცნების სიშორეში გაგინაპირო....
ქარიშხალივით შემოჭრილო სულის ტკივილო....