Kasutaja -meiii- päevik

-meiii-
35, Rustavi, Gruusia

დავტოვებ მიწას,
ცის კიდურზე ვიპოვი ბინას,
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო?!
მე შენს გამო სამყარო მინდა..
გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,
ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს
და მაინც მოვალ,
კარს შემოვაღებ...
არა აქვს აზრი ასაკს და წონას
არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,
მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,
თითქოს, მუმიად გადავიქეცი,
ამ პირამიდან კი დამიმონა,
ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე.
თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად
წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.
ორი ისარი მწვანე და მწვანე
გმობენ შენდობას, სხივი აქვთ მწვავე.
რომანი წრეში, სახელად რომბი...
ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე.
შენ გადაიცვამ ალქაჯის ფორმას,
მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,
დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,
მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას.
მომნატრებია ხმაური სეტყვის,
შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი...
პარასკევს ღამით მე დავიბადე,
პარასკევს ღამე მოვკვდები ახლა.
ღრუბლად მედება შეშლილი…


მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა,რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მე მჯერა სასწაულების. მაკიაჟს შეუძლია დაგვეხმაროს, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ იგი შინაგან სიმახინჯეს ვერ დამალავს მიმზიდველი ტუჩებისათვის, საჭიროა, მხოლოდ კარგზე ისაუბროთ. ლამაზი თვალებისათვის,საჭიროა, ეძებოთ კარგი ადამიანები. უნაკლო ფიგურისათვის, საჭიროა, გაუნაწილოთ ღარიბებს საკვები. მშვენიერი თმებისათვის, საჭიროა, დღეში ერთხელ მაინც მისცეთ ნება ბავშვებს შეეხონ მათ. წონასწორობისათვის,საჭიროა, ცოდნით იაროთ. თანაც არასდროს მოგიწევთ მარტო სიარული. ადამიანები საგნები არ არიან და მათ ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ,…


25.10.2013

-ეს ვისი ნაკვალევია უფალო??

-ეს შენს მიერ განვლილი ცხოვრების გ
ზაა შვილო ჩემო...

-კი მაგრამ მეორე ნაკვალევი ვიღასია??

-ეგ ჩემი ნაკვალევია,მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი.

-და მაინც მიგიტოვებივარ უფალო,ზოგჯერ სილას მარტო მიუყვება კვალი...

-შენ ცდები შვილო ჩემო!!! მარტო მიმავალი კვალი ჩემია! შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ხელში აყვანილი რომ დამყავდი! . . . . <3 <3 <3 <3


... წავიდეთ რა, მთებში წავიდეთ.... სადაც სიხალასე და სიმშვიდეა.. სადაც ერთმანეთს ერწყმის ლამაზი განთიადი და უცხო ხმების მომაჯადოებელი მუსიკა... იქ წავიდეთ სადაც ერთმანეთზე ზრუნვით ვიქნებით დაკავებულნი,იქ სადაც არ მოგვწყინდება ყოველ დილით ადგომა... სუფთა ჰაერით ავივსებთ ფილტვებს...

წამო რა, მთებისკენ წავიდეთ....იქ გეტყვი ჩემს ფიქრებს... წამოდი სულს მივცეთ სიმშვიდე...
იცი იქ შვილებზეც ვიფიქრებთ... თუნდაც მრავალზე ან სულაც ერთზე... წამო რა... წავიდეთ!...

იცი,იქ სიცოცხლეს სულ სხვა ფასი აქვს .. აქ ამ ტიალში -ქალაქში ვერ ვიგებთ... ყველაფერს, გულების ძგერასაც იცი,იქ სხვანაირად გავიგებთ...
ცხოვრებას ხალისი ექნება მეტი.. მერწმუნე მთაში სითბოა მეტი... იცი რა ძვირფასო, იქ ადამიანებს აქვთ გამტანობა და სისპეტაკე . . .…


* * * ერთხელ ერთმა ფერმერმა იპოვა არწივის კვერცხი, წაიღო სახლში და დაუდო კრუხს სხვა კვერცხებთან ერთად გამოსაჩეკად.
გამოიჩეკა მართვე, გაიზარდა წიწილებთან ერთად და დაემსგავსა მათ; ის ქათმებივით კაკანებდა, იქექებოდა მიწაში, ეძებდა ჭიაღუებს, აფრთიალებდა ფრთებს და ცდილობდა ფრენას.
გავიდა წელიწადი, ერთხელაც უკვე გაზრდილმა არწივმა დაინახა ცაში მონავარდე ფრინველთა მეფე, მოიხიბლა მისი გრაციოზულობით, მისიმოქნილობით, თუ როგორ შეუპოვრად მიაპობდა ღრუბლებს, დინჯად და მძიმედ იქნევდა უზარმაზარ ფრთებს...
აღტაცებულმა იკითხა:
– ვინ არის ეს???
– ეს არწივია, ფრინველთა მეფე,–უპასუხა მას მეზობელმა, –ის ცის მკვიდრია, ჩვენ კი ქათმები მიწას ვეკუთნით. არწივმა კიდევ ერთხელ ახედა ცას, შემდეგ დახარა თავი და განაგრძო მიწაში ქექარი.
არწივი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა როგორც ქათამი და მოკვდა როგორც…



.... "ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ - სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.."

ოტია იოსელიანი


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.